დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი სერჰუ გირასი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
28 წლის გვინეელმა უეფას ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვაში გაიმარჯვა. გირასიმ „სპორტინგის“ წინააღმდეგ (3:0) გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
გირასიმ „ბენფიკას“ ფორვარდ ვანგელის პავლიდისს, „რეალის“ შემტევ ვინისიუს ჟუნიორს და „ფეიენოორდის“ გარემარბს, იგორ პაიშაოს აჯობა.