ფეხბურთი

16:20 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ზაფხულში გერმანელ მცველს დაიმატებს

ლევერკუზენის „ბაიერის“ ფეხბურთელი ჯონათან ტაა კარიერას დიდი ალბათობით, „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, 29 წლის მცველმა არჩევანი „ბარსაზე“ გააკეთა და მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია. ტაას მიმართ „ინტერი“ და „ბაიერნიც“ იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელს ესპანეთში თამაში სურს, რომელიც „ბარსელონას“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ჯონათან ტაამ „ლევერკუზენში“ 2015 წლიდან დღემდე 386 მატჩში 16 გოლი გაიტანა, მანამდე ის „დიუსელდორფსა“ და „ჰამბურგში“ თამაშობდა.

0.112958