ჭადრაკი

14:03 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნანა ძაგნიძე და ლევან ფანცულაია ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

სასტუმრო "ბილთმორის“ კონგრეს ჰოლში დასრულდა საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე უმაღლესო ლიგის ჩემპიონატი. ქალთა შორის 7 ქულით ჩემპიონი ნანა ძაგნიძე გახდა, ვაჟთა შორის კი 6,5 ქულით ლევან ფანცულაია.

ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

მასში მონაწილეობენ ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის და ევროპის ჩემპიონატის სამი საგზურისთვის იბრძოდნენ.

ჩემპიონატი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისმა საპრიზო ფონდმა 30 000 ლარი შეადგინა.

საქართველოს ქალთა 82- ჩემპიონარის უმაღლესი ლიგა

I ადგილი - ნანა ძაგნიძე - 7 ქულა

Ii ადგილი - ბელა ხოტენაშვილი -6,5 ქულა;

III ადგილი - მერი არაბიძე - 6 ქულა.

საქართველოს ვაჟთა 84- ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
I ადგილი - ლევან ფანცულაია - 6,5 ქულა;
II ადგილი - გიგა ყუფარაძე - 6 ქულა;
III ადგილი - თორნიკე სანიკიძე - 5,5 ქულა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

0.119349