„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა აღიარა, თუ ვინ იყო დამნაშავე პრემიერლიგის მე-15 ტურის გადმოტანილი მატჩის ბოლოს „ევერტონთან“ (2:2) მომხდარ ჩხუბში.
„ცხადია, თქვენ ნახეთ, როგორ იზეიმეს გოლი მასპინძლებმა და ამის სრული უფლება ჰქონდათ. ვფიქრობ, დუკურეს ჩვენი გულშემატკივრების პროვოცირება სურდა და კერტისმა ეს არ მიიჩნია სწორად და რა თქმა უნდა, იცით, რა ხდება, როდესაც ჩხუბი იფეთქებს“, - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს TNT Sports.
შეგახსენებთ, რომ „წითლების“ ფეხბურთელებმა კერტის ჯონსმა და მასპინძელმა აბდულაი დუკურემ, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გატანილი გოლის შემდეგ საზეიმოდ „ლივერპულის“ გულშემატკივრების სექტორისკენ გაიქცა, იჩხუბეს და წითელი ბარათები მიიღეს. ასევე წითელი ბარათი აჩვენეს „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას ვერ გამართავდა, რის შედეგადაც იგი გაუქმდა.