მადრიდის „რეალის" თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი შეშფოთებულია მისი იმიჯის შელახვით, თუ ის საუდის არაბეთის კლუბში გადავა - წერს Marca.
თუ ის წასვლას გადაწყვეტს, არ უნდა, ისეთ ფეხბურთელად გამოიყურებოდეს, რომელმაც ევროპულ კარიერას ფული აირჩია. მის გარშემო მყოფები მუშაობენ ამ საკითხზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ტრანსფერის გავლენა მის, როგორც მადრიდის „რეალის" ლეგენდის სტატუსზე.
ვინი ბავშვობიდან ევროპულ კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა არაერთხელ შეხვედრია ესპანეთში მკაცრ დამოკიდებულებას, მათ შორის რასიზმის ეპიზოდებს ლა ლიგის ტრიბუნაზე. გარშემომყოფები დარწმუნებულნი არიან, რომ მოთამაშემ ღიად უნდა ისაუბროს თავის გრძნობებზე და იმაზე, რომ ესპანეთსა და ესპანურ ფეხბურთში ყოველთვის თავს კომფორტულად არ გრძნობდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვინისიუსმა მადრიდის „რეალთან" კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა. მას, სავარაუდოდ, წელიწადში 15 მილიონი ევრო შესთავაზეს. ვინისიუსის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.