ფეხბურთი

11:09 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ევერტონის“ მწვრთნელმა „ლივერპულთან“ მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს შორის შეტაკებაზე ისაუბრა

„ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ინგლისის ჩემპიონატის „ლივერპულთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ფეხბურთელებს შორის მომხდარ მასობრივ შეტაკებაზე კომენტარი გააკეთა. შეტაკების შედეგად წითელი ბარათები მიიღეს „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა, ასევე ფეხბურთელებმა კერტის ჯონსმა და აბდულაი დუკურემ.

„იმედგაცრუებული ვარ, რადგან დუკურემ დღეს ძალიან კარგად ითამაშა და ახლა მას დავკარგავთ, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც წითლად გადაიქცა.

ემოციები მთელი საღამო პიკს აღწევდა, სტადიონი აფეთქების პირას გახლდათ. აშკარად ჩანდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გულშემატკივრებისთვის“, - ციტირებს მოიესის სიტყვებს BBC.

გოლის შემდეგ, „ევერტონის“ ნახევარმცველი აბდულაი დუკური „ლივერპულის“ ქომაგების სექტორისკენ წავიდა საზეიმოდ, რამაც გამოიწვია შეტაკება „წითლების“ ფეხბურთელებთან, კერძოდ კი ნახევარმცველ კერტის ჯონსთან.

0.073337