ფეხბურთი

2:13 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" და "ბენფიკას" დიდი ნაბიჯი მერვედფინალისკენ, "მილანი" როტერდამში დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის კიდევ სამი მატჩი გაიმართა, რომლებიც დაძაბული გამოდგა, თუმცა, საპასუხო მატჩების წინ გარკვეული კონტურები მაინც გამოიკვეთა.

მაგალითად, მიუნხენის „ბაიერნმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა მერვედფინალისკენ. ვენსან კომპანის გუნდი ისედაც აშკარა ფავორიტი იყო გლაზგოს „სელტიკთან“, სტუმრად გამარჯვების მერე, ხომ საერთოდ... მაიკლ ოლისემ და ჰარი კეინმა მეორე ტაიმის სტარტზევე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ბოლოს, შოტლანდიელებმა ერთი გოლი გაქვითეს, თუმცა, მარცხს თავი ვერ აარიდეს.

„ბენფიკამაც“ დიდი გადადგა მერვედფინალისკენ, რადგან სტუმრად „მონაკო“ დაამარცხა. ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ვანგელის პავლიდისმა გაიტანა ერთადერთი გოლი და ლისაბონური თამაშის წინ „ბენფიკა“ აშკარა ფავორიტია.

ყველაზე დიდი ინტრიგა „ფეიენოორდი“ – „მილანის“ წყვილში იქნება. ნიდერლანდელებმა „დე კუიპზე“ პირველი რაუნდი მოიგეს. მესამე წუთზე პაიშაომ გახსნა ანგარიში და მერე არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საგოლე მომენტი იყო. „ფეიენოორდმა“ 1:0 მოიგო, თუმცა, „სან სიროზე“ უმძიმეს გასვლა ელოდება.

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩები მომდევნო კვირაში, 18-19 თებერვალს გაიმართება.

„სელტიკი“ – „ბაიერნი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ოლისე (45), 0:2 კეინი (49), 1:2 მაედა (79)

„ფეიენოორდი“ – „მილანი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პაიშაო (3)

„მონაკო“ – „ბენფიკა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 პავლიდისი (48)

0.124597