ფეხბურთი

1:53 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" დერბიში ფეხი დაუცდა

ინგლისის პრემიერლიგაში მე-15 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, ლივერპულური დერბი „ევერტონსა“ და „ლივერპულს“ შორის.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ეს იყო ბოლო ლივერპულური დერბი „გუდისონ პარკზე“, რადგან მომავალი სეზონიდან „ევერტონი“ ახალ არენაზე“ ითამაშებს.

მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მე-11 წუთზე ბეტომ „ევერტონი“ დააწინაურა, რასაც სტუმრებმა 5 წუთში ალექსის მაკალისტერის გოლით უპასუხეს. ცხადია, ისევ გაიტანა სალაჰმა, რომელმაც 73-ე წუთზე დააწინაურა თავისი გუნდი, თუმცა, „ევერტონი“ არ დანებდა და 98-ე წუთზე ჯეიმს ტარკოვსკის გოლით ქულა მაინც გადაარჩინა - 2:2.

ბოლოს, ორივე გუნდს გაუგდეს თითო ფეხბურთელი (დუკურე და ჯონსი), გააძევეს, არნე სლოტიც. სხვათა შორის, ეს იყო პრემიერლიგაში პირველი მატჩი, რომელიც "ლივერპულმა" ისე დაიწყო (ძირითადი შემადგენლობა), რომ ინგლისელი ფეხბურთელი მოედანზე არ ჰყავდა.

„ლივერპული“ პრემიერლიგას 57 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „არსენალს“ 7 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, 16 თებერვალს, „ვულვზს“ უმასპინძლებს.

0.129385