კალათბურთი

1:41 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, "ვირტუსი" იტალიის თასიდან გავარდა

„ვირტუს ბოლონია“ იტალიის თასს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. თორნიკე შენგელიას გუნდი „ოლიმპია მილანოსთან“ 77:91 დამარცხდა.

ქართველი ისევ გამორჩეული იყო თავის გუნდში. შენგელიამ 27 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუსი“ მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში იყო და მატჩის მოგების შანსი თითქმის არ ჰქონია, შესაბამისად, იტალიის თასს დაემშვიდობა.

0.112475