ფეხბურთი

1:03 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "ფეხბურთელები ძირს ეცემიან და ყვირიან, რომ რაღაც მოიპარონ, ეს ფეხბურთი აღარ არის"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „ბრიუგესთან“ მატჩის (1:2) შემდეგ მსაჯების მიმართ პრეტენზია გამოხატა.

„ბრიუგეს“ სასარგებლოდ ბოლო წუთზე საეჭვო პენალტი დანიშნა, რითაც გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი. გასპერინიმ კი, ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ნამდვილი ტრაგედია ისაა, რომ ფეხბურთში კონტაქტი აღარ დაიშვება. ფეხბურთი იცვლება და სულ სხვა სპორტი ხდება, სხვა მიმართულებით მიდის. ეს არ არის ფეხბურთი და არ ვიცი, ვინ მეთაურობს ამას. ფეხბურთელები მოედანზე გადიან, ძირს ეცემიან და ყვირიან, რაღა რაღაც მოიპარონ. ეს აღარ არის ფეხბურთის თამაშის სულისკვეთება, წესები აღარ ვიცი. აღარ ვიცით, როდისაა პენალტი და როდის არა“, - აღნიშნა გასპერინიმ.

მწვრთნელს დაეთანხმა „ატალანტას“ ბელგიელი ფეხბურთელი შარლ დე კეტელარე:

„შორს ვიყავი, მაგრამ დავინახე მსაჯის ძალიან ამპარტავნული დამოკიდებულება. 100 ადამიანიდან ვერავინ იტყვის, რომ პენალტი იყო, მაგრამ მაინც დანიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 3 მსაჯი იყო, ასევე, VAR-იც“.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტას“ და „ბრიუგეს“ საპასუხო მატჩი ბერგამოში, 18 თებერვალს გაიმართება.

0.13542