ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი ბერგამოს „ატალანტამ“ სტუმრად „ბრიუგესთან“ წააგო და გამოუვალ არა, მაგრამ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა.
ბელგიელებმა თამაში კარგად დაიწყეს და მე-15 წუთზე ფერან ჟუტგლას გოლით დაწინაურდნენ. „ატალანტამ“ ამას ტაიმის მიწურულს მარიო პაშალიჩის გოლით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.
მატჩი თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ბერგამოელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გუსტაფ ნილსონმა ზუსტად დაარტყა და 2:1.
საპასუხო მატჩი 18 თებერვალს ბერგამოში გაიმართება, სადაც გაირკვევა კიდეც მერვედფინალისტის ვინაობა.