ფეხბურთი

22:00 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "ყოფილი ფეხბურთელების ყოფნა ბევრ ადგილას არ სურთ"

ალესანდრო დელ პიეროს „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს, მაგრამ ლეგენდარულ ფეხბურთელს წინადადება ჯერ კიდევ არ მიუღია.

ვეტერანმა იტალიელმა „იუვენტუსი“ - პსვ ეინდჰოვენის მატჩის შემდეგ ამაზე მინიშნება ღიად გააკეთა, როდესაც ფაბიო კაპელო საუბრობდა, რომ საჭიროა VAR-ის ოთახში არა მარტო მსაჯებმა, არამედ ყოფილმა ფეხბურთელებმაც იმუშაონ.

„პსვ-ს პირველი გოლის მომენტში ხელით თამაში იყო... მე ყოველთვის ვამბობ, რომ VAR-ს სჭირდება ფეხბურთელი, მაგრამ მსაჯებს არ სურთ ეს, ალბათ, ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის“, - თქვა კაპელომ.

ვეტერან მწვრთნელს ალესანდრო დელ პიერომ უმალვე უპასუხა: „არ სურთ, მაგრამ ყოფილი ფეხბურთელები სხვა ბევრ ადგილსაც არ სურთ“.

ალექსმა „იუვენტუსი“ იგულისხმა, რომლის ხელმძღვანელობაში მუშაობის შესახებ წინადადება მას არასდროს მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ მზადაა მშობლიურ კლუბს დაუბრუნდეს.

0.123088