ფეხბურთი

21:14 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "კონტრაქტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, "რეალში" დიდხანს დარჩენა მინდა"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორმა განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ბრაზილიელს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას ბოლო დროს არაბულ კლუბებს უკავშირებენ, თუმცა „რეალში“ დარჩენა სურს:

„ვსაუბრობთ ახალ კონტრაქტზე. ჩემი სურვილია აქ დიდხანს დავრჩე, მადრიდის „რეალისთვის“ ისტორია შევქმნა. ყოველთვის მინდა, უფრო და უფრო დიდხანს ვითამაშო, იმედი მაქვს, მომდევნო დღეებში ყველაფერს მოვაგვარებთ, რომ „რეალში“ დიდხანს დავრჩე“, - აღნიშნა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი მადრიდის „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს და დღემდე 295 მატჩში 101 გოლი გაიტანა.

0.06598