„ბაიერნის“ წარმომადგენელმა ული ჰიონესმა დაადასტურა ფლორიან ვირტცის მიმართ ინტერესი. თუმცა, ის განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, რომ „რეკორდმაისტერი“ 21 წლის ტალანტის შეძენას მოახერხებს.
„ფლორიან ვირტცის შეძენა გვსურს. სამი მხარეა ჩართული, მაგრამ მას ჯერ კიდევ გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს „ლევერკუზენთან“, შანსებს 10%-ზე ვხედავ“, - თქვა ჰიონესმა.
შეგახსენებთ, რომ ფლორიან ვირტცი „ლევერკუზენის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2019 წლიდან დღემდე 186 მატჩში 56 გოლი გაიტანა.