ფეხბურთი

19:20 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ქართველების დაპირისპირების მოლოდინი

უეფას კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ქართული „დაპირისპირება“ უნდა შედგეს.

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ გაეჯიბრება ორმატჩიან დუელში. პირველი მატჩი 13 თებერვალს, დანიაში გაიმართება.

წესით, ორივე ქართველი მოედანზე იქნება, ყოველ შემთხვევაში, განაცხადში არიან და დანარჩენი უკვე მწვრთნელების გადასაწყვეტია. გოჩოლეიშვილს მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგაზე აქვს ნათამაშები, ბუდუსთვის „ჰაიდენჰაიმში“ ევროთასზე თამაში ახალი გამოწვევა იქნება.

მატჩი 13 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.105388