ფეხბურთი

18:40 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბანგულა სადებიუტო გოლზე: "მიჭირს გავიღიმო, რადგან ცუდად ვითამაშე"

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი სამუელ მბანგულას გოლით მოიგო, რომელმაც პსვ ეინდჰოვენს 82-ე წუთზე გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

ახალგაზრდა ბელგიელი შემტევისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან დამწუხრებული იყო, ჟურნალისტების წინაშე თვითკრიტიკულად ისაუბრა:

„მართალია, გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო სტაბილურობისთვის, მაგრამ ჩემი გრძნობა განსაკუთრებულად ბედნიერი არ არის. გამარჯვების გოლი გავიტანე, თუმცა არ ვარ კმაყოფილი დღევანდელი თამაშით, ვიცი, რომ ბევრად უკეთ შემიძლია და ბოდიშს ვიხდი ჩემი თამაშის ხარისხის გამო.

რატომ არ ვიღიმი? ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი პირველი გოლია, მაგრამ მიჭირს გაღიმება, როცა ვიცი, რომ ჩემი თამაში კარგი არ იყო“, - თქვა მბანგულამ.

შეგახსენებთ, რომ სამუელ მბანგულა მიმდინარე სეზონის წინ დააწინაურეს და ნელ-ნელა მოახერხა სათამაშო დროის მოპოვება. ბელგიელის აქტივში უკვე 4 გოლია, საიდანაც სერია A-ში 3 გაიტანა, ხოლო ერთი ჩემპიონთა ლიგაზე.

0.065677