ფეხბურთი

16:35 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი ამბავი "არსენალისთვის", ჰავერცისთვის და ტომიასუსთვის სეზონი დასრულებულია

ლონდონის "არსენალს" ორი ფეხბურთელი კაი ჰავერცი და ტაკეჰირო ტომიასუ სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.

როგორც TheAthletic-ი იტყობინება გერმანელმა ფეხბურთელმა ბარძაყის ძვალი ვარჯის დროს მოიტეხა და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია, ამ მომენტისთვის უცნობია დასჭირდება თუ არა ოპერაცია ჰავერცს. რაც შეეხება ტომიასუს, მას მუხლზე შესაძლოა მეორე ოპერაცია ჩაუტარდეს, რასაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "არსენალს" ლაზარეთში: ბუკაიო საკა, გაბრიელ ჟესუსი და გაბრიელ მარტინელი არიან.

"არსენალი" 24 ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში 50 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას "მეთოფეები" 15 თებერვალს "ლესტერის" წინააღმდეგ გამართავენ.

0.126102