ფეხბურთი

15:15 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს პრობლემა: "ნაპოლის" დავიდ ნერეში დიდი ხნით გამოაკლდა

„ნაპოლის“ ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში გამოაკლდა, რომლის ტრავმა იმაზე უფრო სერიოზულია, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ.

ნერეშმა დაზიანება „უდინეზესთან“ მატჩში მიიღო და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მარცხენა ბარძაყი აქვს დაზიანებული. Sky Sport-ის ინფორმაციით ბრაზილიელი ფეხბურთელი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 30 მარტს დაბრუნდება, სადაც "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "მილანს" უმასპინძლებს. შესაბამისად, "აძურის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება, რაც სერიოზული დანაკლისია.

დავიდ ნერეშმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ "ნაპოლის" ნერეშის გარდა, მარცხენა მცველები, ლეონარდო სპინაცოლა და მატიას ოლივერა ჰყავს ლაზარეთში.

0.111839