ფეხბურთი

20:03 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "ფეხბურთელებს უფრო და უფრო მეტი ფული სურთ, წუწუნი უნდა შეწყვიტონ"

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა წუწუნი უნდა შეწყვიტონ გადატვირთულ კალენდარსა და მატჩების სიმრავლეზე.

რუმენიგეს მარტივი ახსნა აქვს - ფეხბურთელებს უფრო და უფრო მეტი ფულის მიღება სურთ, კლუბებმა კი, ეს ფული საიდანღაც უნდა იშოვონ:

„ძალიან ბევრი თამაშია? ფეხბურთელებმა წუწუნი უნდა შეწყვიტონ. ყოველი კონტრაქტის მოლაპარაკება, რაც კი, ოდესმე მინახავს, მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის: მათ უფრო და უფრო მეტი ფული უნდათ. მაგრამ ეს ფული საიდანღაც უნდა ვიშოვოთ. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ მათ აგენტებს და მრჩევლებს. ეს არის ხაფანგი, რომელიც თავად დააყენეს.

თუ ასე გაგრძელდა, ფეხბურთი იქნება მსოფლიოში ერთადერთი ინდუსტრია, რომელიც აღარ მოიტანს მოგებას, არამედ მხოლოდ ზარალს. ჩვენ ყველანი მივდივართ კედლისკენ და უკან ნაბიჯის გადადგმა არავის სურს. „ბაიერნში“ მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს 15 მილიონის ხელფასი, მაგრამ მაინც გიჟური მაჩვენებელია.

ნასერ ალ-ხელაიფი? მას ძალიან კარგად ვიცნობ, ის სანდო ადამიანია და მისი მეგობარი ვარ. რადგან ის კატარელია და 2022 წლის მუნდიალი კატარში ჩატარდა, ზოგიერთმა ულტრასებმა მტრად გამოაცხადეს, მაგრამ არ მგონია, ეს სწორი იყოს.

სუპერლიგა? ეს პროექტი თავდაპირველი ვერსიით ვერასდროს იარსებებს, რადგან მხოლოდ „რეალი“ და „ბარსელონა“ ითამაშებენ. ახლა ისინი ცდილობენ მეორე რანგის კლუბებთან მოლაპარაკებებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ იარსებებს სუპერლიგა ისე, როგორც მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ“, - თქვა რუმენიგემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06887