ფეხბურთი

14:40 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიდსთან" მატჩში გიორგი ჩაკვეტაძეს იტალიელი სკაუტები აკვირდებოდნენ

ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერ „ლიდს იუნაიტედთან“ 0:4 განადგურდა.

როგორც ცნობილი ხდება აღნიშნულ შეხვედრას იტალიელი სკაუტები ესწრებოდნენ, რომლებიც სერია A-ს ბინადარ "კომოსთვის" მუშაობენ. ისინი ქართველი ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის თამაშის სანახავად იყვნენ.

გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და გოლთანაც ახლოს იყო, ბურთი ძელს გაარტყა. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფის 31 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„უოტფორდი“ 42 ქულით მე-12 ადგილამდე დაქვეითდა, რადგან ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა, ხოლო მომდევნო ტურში, 15 თებერვალს, სტუმრად „მიდლსბროს“ შეხვდება.

0.116468