მანჩესტერ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი ბენჟამენ მენდი საფეხბურთო კარიერას შვეიცარიაში გააგრძელებს.
როგორც ცნობილი ხდება 30 წლის ფრანგი მცველი "ციურიხში" 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. გეტყვით, რომ მენდი 2017-2021 წლებში მანჩესტერ "სიტიში" გამოდიოდა, თუმცა შემდეგ 2 წლით ფეხბურთს ჩამოაშორეს, რადგან ბრალად სექსუალური ძალადობა ედებოდა.
ბენჟამენ მენდი ბოლოს სამშობლოში თამაშობდა, სადაც 2023-2024 წლების სეზონში "ლორიენის" მაისურით 15 შეხვედრა გამართა და 2 გოლის და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.