UFC-ს ინგლისელმა მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართველი "მატადორი" ამ ყველაფერს არ იმსახურებს.
"ილია თოფურია ისლამთან ჩხუბს არ იმსახურებს, მან ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა. ის არ არის კონორ მაკგრეგორი, რომ ასე მალე ავიდეს და ზედა წონის ქამრისთვის იბრძოლოს. მე ამ ბრძოლას არ ვეთანხმები, ეს უსამართლობაა, მაგრამ დაველოდოთ რა მოხდება. ბოლო კვირების განმავლობაში თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბის შესახებაც მესმის სიახლეები, თუმცა უფრო მეტი ალბათ მალე გვეცოდინება." - განაცხადა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ის ქამარი 2024 წლის 18 თებერვალს მოიპოვა. მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი მე-2 რაუნდში გათიშა, ხოლო ოქტომბერში მაქს ჰოლოვეის დაუპირისპირდა და ქამარი წარმატებით დაიცვა.