ფეხბურთი

10:45 | 12.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ვფიქრობ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ"

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური დაპირისპირებაში მანჩესტერ "სიტიმ" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 2:3(მიმოხილვა) დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივარმა საოცარი მატჩი იხილა, სადაც მადრიდელებმა გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიპოვეს.

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

"დღევანდელი შეხვედრა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით, მათ ყველაფერი კარგად გააკეთეს, როგორც დაცვაში ისე შეტევაში. ვფიქრობ გამარჯვება დამსახურებული იყო. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და უფრო მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. განმეორებით შეხვედრაშიც ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან აქ არაფერი გადაწყვეტილა. რაც შეეხება ბანერს, ვფიქრობ ვინისიუსისთვის ეს ორმაგი მოტივაცია იყო, შეხედეთ როგორ ითამაშა მან." - განაცხადა ანჩელოტიმ.

მადრიდის "რეალისა" და მანჩესტერ "სიტის" განმეორებით მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 19 თებერვალს გაიმართება.

0.114117