„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ „ბრესტთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, თანაგუნდელები ეხმარებიან და გოლის გატანის გარდა, მას სხვა არაფერზე უწევს მუშაობა:
„ვფიქრობ, გუნდი კარგ ფორმაშია. ყველა კონცენტრირებულია და ძალიან კარგად თამაშობს, რაც მეხმარება გოლების გატანაში, თუ სწორ პოზიციაზე ვიქნები შეტევის დასასრულებლად. ფეხბურთელები, იქნება ეს ბარკოლა, დუე თუ კვარა, ძალიან მეხმარებიან, ამიტომ, მე მხოლოდ ბურთის ბადეში მოთავსება მრჩება გასაკეთებელი“, - თქვა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე საოცარ ფორმაშია და მხოლოდ მიმდინარე წელს ყველა ტურნირზე 15 გოლი გაიტანა.