ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერ „ლიდს იუნაიტედთან“ 0:4 განადგურდა.
მატჩის ბედი პირველივე ტაიმში, 15-წუთიან ინტერვალში გადაწყდა, როცა სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა გაზარდეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და გოლთანაც ახლოს იყო, ბურთი ძელს გაარტყა. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფის 31 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„უოტფორდი“ 42 ქულით მე-12 ადგილამდე დაქვეითდა, რადგან ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა, ხოლო მომდევნო ტურში 15 თებერვალს, სტუმრად „მილდსბროს“ შეხვდება.