ფეხბურთი

21:55 | 11.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" ზაფხულში სლოვენიელი ფორვარდის შეძენა სურს

ლონდონის „არსენალს“ „ლაიფციგის“ და სლოვენიის ნაკრების ფორვარდის, ბენჟამინ შეშკოს შეძენა ზაფხულში სურს.

21 წლის სლოვენიელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსიც“ ინტერესდებიან, მაგრამ შეშკოს „არსენალის“ პროექტი უფრო იზიდავს. ფეხბურთელს „ლაიფციგი“ 70-80 მილიონ ევროდ აფასებს.

შეშკომ 2023 წლიდან „ლაიფციგში“ 72 მატჩში 33 გოლი გაიტანა. მანამდე ის ავსტრიაში, „ლეფერინგის“ და „ზალცბურგის“ ღირსებას იცავდა, სლოვენიის ნაკრებში კი, 39 თამაშში 16 გოლი აქვს გატანილი.

0.124129