ფეხბურთი

20:01 | 11.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

პიერლუიჯი კოლინა პენალტის შესრულების წესებში ცვლილების შეტანას ითხოვს

ლეგენდარული იტალიელი არბიტრი და ფიფას სამსაჯო კომისიის ხელმძღვანელი პიერლუიჯი კოლინა ფეხბურთში პენალტის წესებში ცვლილების მომხრეა.

როგორც მან თქვა, პენალტები სრული უმეტესობა გოლით სრულდება, რაც სამართლიანი არ არის. კოლინას აქვს იდეა, რომ პენალტების დროს დამატებაზე თამაში გაუქმდეს და მატჩის დროსაც პენალტი ისე შესრულდეს, როგორც პენალტების სერიაში, როცა დამატებაზე თამაშის უფლება შემტევ ფეხბურთელს არ აქვს.

„ვფიქრობ, პენალტის მომენტში გადაჭარბებული სხვაობაა თავდამსხმელის და მეკარის შესაძლებლობებს შორის. საშუალოდ, პენალტების 75% ზუსტია. ჩემი აზრით, მეკარეებს წუწუნის საფუძველი აქვთ. მე ეს აზრი უკვე დავაფიქსირე დისკუსიებში, რომელიც IFAB-ში გვქონდა: გამოსავალია, უბრალოდ, ერთი დარტყმა, როგორც ეს პენალტების სერიაშია. დამატებაზე თამაში უნდა გაუქმდეს, ან პენალტიდან გოლი გავა, ან მოგერიების შემთხვევაში, კარიდან დარტყმა დაინიშნება, მორჩა. ამ გზით თავიდან ავიცილებთ პატარა თეატრსაც, რომელიც ყოველი პენალტის წინ ხდება, როდესაც საჯარიმოს ხაზთან ფეხბურთელები თითქოს ისე არიან, როგორც ცხენები დოღის სტარტამდე“, - თქვა კოლინამ.

0.121062