აზიის ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანმა“ სამხრეთკორეული „გვანჯუ“ 3:1 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი, გოლი გაიტანა.
სწორედ ვაკომ გახსნა ანგარიში მატჩის მე-16 წუთზე და თავისი გუნდი დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი გუნდებმა პირველ ტაიმში გაიტანეს, საბოლოოდ, ჩინურმა კლუბმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.
ყაზაიშვილის აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩინეთის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა. თავის მხრივ, გასულ სეზონში 29 შეხვედრაში თავი 7 გოლით გამოიჩინა.
„შანდონ ტაიშანი“ ჩინეთის აზიის ჩემპიონთა ლიგის აღმოსავლეთ ზონაში 10 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 19 თებერვალს, „ულსანს“ ესტუმრება, სადაც ყაზაიშვილი 2021-2024 წლებში თამაშობდა.