თურქულ „ტრაბზონსპორს“ „უოტფორდის“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა სურს.
თუმცა, თურქებს ცოტა დრო აქვთ, რადგან თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა დღეს საღამოს იხურება. ტრაბზონელებმა ინგლისურ კლუბს შეთავაზება უკვე გაუკეთეს და სერიოზულად მუშაობენ ტრანსფერზე, მაგრამ დროის სიმჭიდროვიდან გამომდინარე, მისი განხორციელების შანსი დიდი ნამდვილად არაა.
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ 2023 წლიდან თამაშობს და 69 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „დინამო თბილისში“, „გენტში“, „ჰამბურგსა“ და „სლოვანში“ თამაშობდა.