ბრაზილიური „ფლამენგო“ განიხილავს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ნახევარმცველ კაზემიროს შეძენის შესაძლებლობას, წერს Transfer News Live სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი 32 წლის ბრაზილიელის იჯარაზე და ხელფასის უმეტესი ნაწილის დაფარვაზე დათანხმდა.
მიმდინარე სეზონში კაზემირომ ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.