„ლივერპულის“ კაპიტანმა, ვირჯილ ვან დეიკმა გამოაცხადა, თუ ვის თვლის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.
„ჩემი აზრით, მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მას ფანტასტიკური უნარები აქვს", - ციტირებს Barca Worldwide-ს ვან დეიკს სოციალურ ქსელში.
გასულ სეზონში მესიმ თავისი კლუბის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 21 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან 2025 წლის ზამთრამდე მოქმედებს.