ჭადრაკი

14:09 | 11.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ვაჟთა და ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატში ლიდერები არ შეცვლილან

საქართველოს ვაჟთა 84-ე ჩემპიონატის მეშვიდე ტურის ცენტრალური პარტია ორ ლიდერ: ლევან ფანცულაიასა და მერაბ გაგუნაშვილს შორის ყაიმით დასრულდა.

მეორე ადგილზე მყოფმა გიგა ყუფარაძემ თეთრი ფიგურებით ნიკოლოზ პეტრიაშვილი დაამარცხა და ლიდერთან სხვაობა ნახევარ ქულამდე შეამცირა.

ლუკა პაიჭაძემ გაიოზ ნიგალიძეს მოუგო და მესამე ადგილზე მყოფ მერაბ გაგუნაშვილს დაეწია ქულათა რაოდენობით.

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:

I ადგილი- ლევან ფანცულაია - 5,5 ქულა;

II ადგილი– გიგა ყუფარაძე - 5 ქულა;

III – IV ადგილი- მერაბ გაგუნაშვილი,ლუკა პაიჭაძე - 4 ქულა;

V ადგილი - თორნიკე სანიკიძე - 3,5 ქულა;

VI - VIII ადგილი - ნოე თუთისანი,ნიკოლოზ კაჭარავა, ნიკოლოზ პეტრიაშვილი - 3 ქულა;

IX ადგილი - მიხეილ მჭედლიშვილი - 2,5 ქულა;

X ადგილი - გაიოზ ნიგალიძე - 1,5 ქულა.

VII ტურის შედეგები:

ფანცულაია ½:½ გაგუნაშვილი

პაიჭაძე 1:0 ნიგალიძე

ყუფარაძე 1:0 პეტრიაშვილი

სანიკიძე + - - მჭედლიშვილი

თუთისანი 1:0 კაჭარავა

VIII ტურის შეხვედრები:

გაგუნაშვილი - კაჭარავა

მჭედლიშვილი - თუთისანი

პეტრიაშვილი - სანიკიძე

ნიგალიძე - ყუფარაძე

ფანცულაია - პაიჭაძე

საქართველოს ქალთა 82-ე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დაძაბული ბრძოლები გაიმართა და არცერთი პარტია არ დასრულებულა ყაიმით.

ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ მორიგი გამარჯვებით კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია.

VII ტურის შედეგები:

ცეცხლაძე 0:1 ხურცილავა

მგელაძე 0:1 ხოტენაშვილი

კალანდაძე 1:0 ვახანია

ძაგნიძე 1:0 მიქაძე

კირთაძე 1:0 არაბიძე

VIII ტურის შეხვედრები:

ხურცილავა - არაბიძე

მიქაძე - კირთაძე

ვახანია - ძაგნიძე

ხოტენაშვილი - კალანდაძე

ცეცხლაძე -მგელაძე

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:

I ადგილი - ნანა ძაგნიძე - 6,5 ქულა;

II- III ადგილი - ბელა ხოტენაშვილი, ინგა ხურცილავა - 5 ქულა;

IV ადგილი - მერი არაბიძე - 4,5 ქულა;

V ადგილი - მირანდა მიქაძე - 4 ქულა;

VI ადგილი - კესარია მგელაძე - 3,5 ქულა;

VII ადგილი -ანასტასია კირთაძე- 2,5 ქულა;

VIII ადგილი - მარიამ ცეცხლაძე - 2 ქულა;

IX ადგილი - ალექსანდრა ვახანია - 1 ქულა;

X ადგილი - მარიამ კალანდაძე - 1 ქულა.

საქართველოს ვაჟთა 84-ე და ქალთა 82-ე ჩემპიონატი თბილისში, სასტუმრო „ბილთმორის“ კონგრეს ჰოლში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ტურნირში მონაწილეობენ ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის და ევროპის ჩემპიონატის სამი საგზურისთვის იბრძვიან.

ჩემპიონატი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

0.073819