კალათბურთი

13:44 | 11.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლეიკერსში“ ლუკა დონჩიჩის დებიუტი შედგა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მატჩში, რომელშიც „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „იუტა ჯაზს“ მასპინძლობდა (132 : 113), ლოსანჯელესელთა რიგებში 25 წლის სლოვენიელი ვარსკვლავის, ლუკა დონჩიჩის დებიუტი შედგა. ლუკამ ამჯერად 14 ქულა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში „ლეიკერსმა“ და „დალას მავერიქსმა“ გახმაურებული გაცვლა განახორციელეს. რის შედეგადაც ენტონი დევისი გადავიდა „დალასში,“ ხოლო სლოვენიელი კალათბურთელი საპირისპირო მიმართულებით წავიდა.

დონჩიჩი „დალასში“ 2018 წლიდან თამაშობდა. 2017 წელს სწორედ მისი დიდი დახმარებით მოიპოვეს სლოვენიელებმა ევროპის ჩემპიონობა. ის კი ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

0.114277