ფეხბურთი

12:54 | 11.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის" ფორვარდმა როდრიგომ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მატჩის მოლოდინი გააზიარა

მადრიდის „რეალის" გარემარბმა როდრიგო გოესმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „მანჩესტერ სიტისთან" მომავალი მატჩის მოლოდინი გააზიარა. შეხვედრა დღეს, 11 თებერვალს გაიმართება მანჩესტერში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

„როგორც ყოველთვის, მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. პირველი თამაშში დიდი ზეწოლა იქნება და ვიცით, რომ რთული შეხვედრა გამოვა. იგივე მენტალიტეტი უნდა გვქონდეს, რაც გასულ სეზონში გვქონდა. აქ ჩამოსული თითქმის ყველა გუნდი წვალობს, მათი ფეხბურთელების მახასიათებლების გამო, რომლებსაც ბურთის ფლობა უყვართ. მე ყოველთვის გავაკეთებ ჩემს საქმეს და მზად ვიქნები ნებისმიერი შედეგისთვის", - ციტირებს Marca როდრიგოს სიტყვებს.

0.115205