სტატისტიკურმა პორტალმა Orta Sport-მა შეაფასა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კლუბების მიერ სავარაუდო მოგების შანსები.
პორტალის ინფორმაციით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ინგლისურ „ლივერპულს“ აქვს - 24,6%. ტიტულის მოპოვების შემდეგი ფავორიტი „არსენალია,“ გამარჯვების 16.6% შანსებით. მესამე შესაძლო გამარჯვებული არის „ინტერი,“ რომლის ჩემპიონთა ლიგის მოგების ალბათობა 14,5%-ია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები 11 და 12 თებერვალს გაიმართება. საპასუხო შეხვედრები კი 18 და 19 თებერვალს.
დღეს, 11 თებერვალს, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბრესტს“ შეხვდება. თამაში თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ამჟამინდელი ტიტულის მფლობელი მადრიდის „რეალია,“ რომელმაც ფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ 2:0 დაამარცხა.