ფეხბურთი

11:47 | 11.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ზაფხულში ქაოსი იქნება" - ჟურნალისტმა აგირემ ვინისიუსის მომავლის შესახებ ისაუბრა

ესპანელმა ჟურნალისტმა ედუ აგირემ მადრიდის „რეალის" ვარსკვლავის ვინისიუს ჟუნიორის მომავლის შესახებ ისაუბრა.

„ვინისიუსი მადრიდის „რეალს" მხოლოდ საუდის არაბეთის გამო დატოვებს, ეს ერთადერთი ვარიანტია. ამ ზაფხულს „ქაოსი" იქნება", - თქვა ჟურნალისტმა თავის პოდკასტში.

შეგახსენებთ, The Athletic-მა ადრე დაწერა, რომ ვინისიუსმა უარი თქვა „რეალთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე. მას, სავარაუდოდ, წელიწადში 15 მილიონი ევრო შესთავაზეს. ვინისიუსის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ვინისიუსს ამ სეზონში კლუბის რიგებში 15 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.

0.120187