მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „ატლეტიკოსთან“ მატჩში (1:1) მისი ზოგიერთი ფეხბურთელის საქციელზე გაბრაზდა - წერს Footmercato.
„გასახდელში იტალიელი ტაქტიკოსი აფეთქდა. მისი სამიზნე ოთხი მოთამაშე გახლდათ: კილიან მბაპე, ასევე ჯუდ ბელინგემი, ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო. მათ მადრიდში „ფანტასტიკურ ოთხეულს უწოფდებენ."
ანჩელოტი უკმაყოფილოა, რომ ეს ფეხბურთელები „რეალის" შეტევების დროს ინდივიდუალურ ქმედებებზე იყვნენ ორიენტირებულები და ხშირად უგულებელყოფდნენ თანაგუნდელებს, რომლებიც უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე იმყოფებოდნენ.
გარდა ამისა, მწვრთნელი უკმაყოფილო იყო დაცვითი თამაშით - შემტევი მოთამაშეები ან საერთოდ არ ბრუნდებოდნენ დაცვაში, ან ამას ძალიან ნელა აკეთებდნენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კარლო გუნდისგან მის სიტყვებზე რეაგირებას და მომდევნო მატჩებში გაუმჯობესებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს შეიტანს.
დღეს, 11 თებერვალს, „რეალი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „მანჩესტერ სიტის" სტუმრად გაეჯიბრება. მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.