ფეხბურთი

1:00 | 11.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი იეგოიანის ორი საგოლე პასი "ვიტესში" (+VIDEO)

ნიდერლანდების ერსტე დივიზიონის 25-ე ტურში „ვიტესმა“ „ემენი“ 2:0 დაამარცხა, რაშიც წვლილი ირაკლი იეგოიანმა ორი საგოლე პასით შეიტანა.

ირაკლის გადაცემების შემდეგ დუბლი ბას ჰუისმანმა შეასრულა და არნემელებს მოაგებინა.

ირაკლი იეგოიანს ერსტე დივიზიონში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ კი, საგოლე პასით გამოირჩა. გარდა ამისა, ერთი გოლი მან ნიდერლანდების თასზეც გაიტანა.

„ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო 27 ქულა აქვს დაკლებული, რის გამოც ახლა სატურნირო ცხრილში -2 ქულით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 თებერვალს, „გრააფსხაპს“ უმასპინძლებს.

0.120554