მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ კიდევ ერთხელ ისაუბრა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, რომელსაც „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
„ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე არ დასწრება არასწორი გადაწყვეტილება არ იყო. ჩვენ არ დავესწარით, რადგან ვფიქრობდით, რომ ვინისიუსი მოგებას აშკარად იმსახურებდა. როდრის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, ოქროს ბურთი მას შარშან უნდა მოეგო.
ვინისიუსი ახლოსაა თავის დონესთან, ამას ხვალ ვნახავთ. მისი სეზონი კარგია, 17 გოლი გაიტანა და ეს მიუხედავად ყველა ტრავმისა, რომელიც მას ჰქონდა“, - თქვა ანჩელოტიმ.