„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდი ფავორიტი ნამდვილადაა, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის საუკეთესოები არ იმარჯვებენ.
„ბრესტთან“ მატჩები ყოველთვის რთულია, შინ თუ სტუმრად. ეს არის გუნდი, რომელსაც ორ წუთში ორი გოლის გატანა შეუძლია. ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც შარშან ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავად გამოდის, კონტრშეტევებზეც ძალიან კარგია, მოკლედ, ძალიან სახიფათო გუნდია.
ყველამ ვიცით ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა. მართალია, ფავორიტები ვართ, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის არ აჯილდოებს იმ გუნდს, რომელიც საუკეთესოდ თამაშობს. ზედმეტი თავდაჯერებულობა ჩვენთან არ არის, ვიცით, რომ „ბრესტს“ ნამდვილად შეუძლია ჩვენს წინააღმდეგ დადებითი შედეგის მიღება. შეჯიბრების ამ ეტაპზე ყველაფერი მოკლე დროში მხოლოდ ორი 90-წუთიანი მატჩით წყდება. ჩვენი ხვალინდელი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ფრანგული ფეხბურთისთვის კარგია, რომ ერთი გუნდი მერვედფინალში აუცილებლად იქნება.
ვიყავი, ვარ და ვიქნები ისეთი ტექნიკური ფეხბურთელების მცველი, როგორიც დემბელეა, რაც გვაოცებს, ესაა საჯარიმოში მისი გადაადგილების უნარი. ის ყოველთვის იქაა, სადაც უნდა იყოს, შეუძლია ერთი შეხებით გატანაც. უსმანს ვიცნობდით, როგორც გარემარბს, მაგრამ ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ახლა 9-იანის პოზიციაზეა, რითაც კმაყოფილები ვართ. ვიცით ამ სეზონში მისი სტატისტიკა, რომელიც შთამბეჭდავია. თუმცა, ასევე მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფეხბურთელების სამუშაოს, რომლებიც უსმანს პასებს აძლევენ: ნუნუ მენდეში, ბარკოლა, კვარა, გონსალო, დეზირ დუე, კან-ინ ლი”, - თქვა ლუის ენრიკემ.
„ბრესტი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი თბილისის დროით 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.