ფეხბურთი

21:25 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ მენდეში: "ვცდილობ, კვარაცხელიას ბურთი მივცე და საუკეთესო პირობები შევუქმნა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ნუნუ მენდეშმა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში „ბრესტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

პორტუგალიელ მარცხენა მცველს ხვიჩა კვარაცხელიასთან შეთამაშების პროცესზეც ჰკითხეს, რასაც მან შემდეგნაირად უპასუხა:

„კვარა კარგი ფეხბურთელია. ვცდილობ, ყველაფერი გვაკეთო, რომ ის მოედანზე ბედნიერი იყოს. ერთი-ერთზე თამაშში ძალიან ძლიერია, ამიტომ, ვცდილობ ბურთი მივცე, რათა გუნდისთვის საუკეთესო გააკეთოს. ბრედლი ბარკოლას ჰგავს, რომელიც ასევე ძლიერია ერთი-ერთზე და მას უნდა ჰქონდეს ბურთი, რომ გააკეთოს ის, რასაც საუკეთესოდ აკეთებს“, - თქვა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს მაისურით პირველად ითამაშებს. ამ ტურნირზე ბოლო მატჩი მას 11 თვის წინ აქვს ჩატარებული, ხოლო გოლი 2022 წლის შემოდგომაზე გაიტანა, „აიაქსის“ კარში.

„ბრესტი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი თბილისის დროით 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

0.116704