ფეხბურთი

20:16 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

Baden24: ტრანსფერი ფატალური შედეგებით - "კარლსრუე" და ზივზივაძე კრიზისში

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუე“ დატოვა და კარიერა „ჰაიდენჰაიმში“ გააგრძელა, თუმცა, ეს არის ტრანსფერი, რომელმაც ჯერჯერობით, ვერცერთ მხარეს არგო.

Baden24 წერს, რომ ეს იყო ტრანსფერი ფანტალური შედეგებით - „კარლსრუე“ და ზივზივაძე კრიზისში არიან.

ქართველ ფეხბურთელს „ჰაიდენჰაიმში“ 6 უგოლო მატჩი ჰქონდა, მხოლოდ ერთი საგოლე პასით გამოირჩა. მისმა გუნდმა ბოლო ოთხი თამაში წააგო და გავარდნის რეალური კანდიდატია.

თავის მხრივ, „კარსრუემ“ ბუდუს გარეშე II ბუნდესლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ქულა მოიპოვა. ბადენური კლუბი ზამთრის შესვენებაზე, სანამ გუნდში ბომბარდირი ჰყავდა, მეორე ადგილზე იყო, ოთხი ტურის გასვლის შემდეგ და ბუდუს გარეშე კი, უკვე მე-10 ადგილამდე დაეშვა.

სეზონის დარჩენილ ნაწილში სიტუაციის გამოსწორების უფრო მეტი შანსი წესით, ზივზივაძეს ექნება, რომელსაც კარიერის განმავლობაში ყოველთვის უჭირდა ახალ კლუბში ადაპტაციის გავლა და დროთა განმავლობაში ახერხებდა თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას, „კარლსრუეს“ კი, ძალიან გაუჭირდება ბუნდესლიგის საგზურისთვის ბრძოლა, რადგან გუნდში ბუდუსნაირი ფეხბურთელი უბრალოდ აღარ ჰყავს.

0.114425