„მონცადან“ მთავარი მწვრთნელი სალვატორე ბოკეტი დაითხოვეს. კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება „ლაციოსთან“ მარცხის (1:5) შემდეგ მიიღო.
ბოკეტიმ „მონცას“ სულ 7 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც ლომბარდიელებმა 6 წააგეს.
„მონცას“ ალესანდრო ნესტა შეცვლის, რომელიც კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმებს. სხვათა შორის, ნესტა „მონცას“ მწვრთნელი იყო სეზონის დასაწყისიდან და სამსახურიდან რომ გაუშვეს, ბოკეტი დანიშნეს. თუმცა, ახლა, ადრიანო გალიანიმ ყველაფერი პირიქით გააკეთა...
„მონცა“ 13 ქულით ბოლო ადგილზეა და დიდი ალბათობით, სერია A-ში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.