ფეხბურთი

18:41 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეინჯერსის" ანტირეკორდი არსებობის 153-წლიან ისტორიაში

შოტლანდიის თასის მერვედფინალში „რეინჯერსი“ მოულოდნელად საკუთარ მოედანზე „ქუინზ პარკთან“ 0:1 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ეს იყო პირველი შემთხვევა „რეინჯერსის“ 153-წლიან ისტორიაში, როცა სათასო ბატალიებს შინ გამოეთიშა ქვედა ლიგის გუნდთან მარცხით...

„რეინჯერსი“ ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, კარისკენ 25-ჯერ დაარტყა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, ხოლო მისმა მეტოქემ ერთადერთი დარტყმა გოლად აქცია.

„რეინჯერსს“ ზოგადად ცუდი სეზონი აქვს, შოტლანდიის პრემიერშიფშიც მხოლოდ მეორე ადგილზეა, „სელტიკთან“ 13-ქულიანი ჩამორჩენით, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩემპიონო შანსები პრაქტიკულად აღარ აქვს.

თეგებირეინჯერსი
0.120504