ფეხბურთი

14:11 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

24-ჯერ დაკარგული ბურთი და ერთადერთი დრიბლინგი: ნეიმარის ცუდი სტარტი "სანტოსში"

ნეიმარმა „სანტოსში“ დაბრუნების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა, მაგრამ დასაწყისი კარგი ნამდვილად არ გამოვიდა, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს.

„ნოვორიზონტინოსთან“ „სანტოსი“ ოდენ უგოლო ფრეს დასჯერდა, ხოლო ნეიმარი 75-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბურთი 24-ჯერ დაკარგა და მხოლოდ ერთი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა (8-დან). ნეიმარის მსგავსი ფეხბურთელისთვის ეს სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს.

ბრაზილიელმა ბოლო ორ წელიწადში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, რადგან ტრავმები აწუხებდა. ცხადია, ის საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა და დრო დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „სანტოსში“ 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

0.11428