კატალონიის „ბარსელონას“ კაპიტანი რონალდ არაუხო გამოაკლდა. ურუგვაელმა მცველმა მორიგი დაზიანება მიიღო, ამჯერად „სევილიასთან“ მატჩში.
არაუხოს დაზიანების ზუსტი ხარისხი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ გარკვეული პერიოდით უქმობა მოუწევს.
რონალდ არაუხომ მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში დეკემბრამდე ვერ ითამაშა და მოედანზე ცოტა ხნის დაბრუნდა. მის აქტივში ამ სეზონში 7 მატჩი და 1 გოლია.