ფეხბურთი

11:04 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ნაპოლი" რაღაც არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს, ზოგჯერ ფრე დასაშვები შედეგია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „უდინეზესთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ამ შედეგში გუნდისთვის მძიმე არაფერია და დასაშვებია, რომ „უდინეზესთან“ ვერ მოიგო.

„კარგი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ მეტოქეს ჩვენი გოლის შემდეგ ეგრევე თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით. ვფიქრობ, ეს თამაშის ეს ფაზა საკვანძო იყო. ვცადეთ ცვლილებებით თამაშის მოგება, მაგრამ დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით.

პირველ ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, მეორე ტაიმში ჩვენი ტემპი ცოტა დაეცა. ბევრჯერ დავარტყით, თუმცა, როდესაც მომენტებს ქმნი, უნდა გამოიყენო. ნებისმიერ შემთხვევაში, „უდინეზესთან“ შეიძლება ფრე ითამაშო, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

ამ მატჩს არ უნდა შევხედოთ, როგორც დაკარგულ შანსს, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. შეიძლება, ევროსარბიელზე გასვლისთვის ბრძოლაში ეს დაკარგული ქულებია, რადგან მიზანი, რაც კლუბმა დამისახა, სწორედ ევროსაგზურის მოპოვებაა. მაგრამ ვიმეორებ, ფრე დასაშვები შედეგია. ჩვენ ნამდვილად რაღაც განსაკუთრებული სეზონი გვაქვს და რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. ბიჭებმა მოედანი დღესაც დაქანცულებმა დატოვეს მოედანი, რადგან გამარჯვება სურდათ. მერწმუნეთ, ეს „ნაპოლი“ რაღაც არაჩვეულებრივს აკეთებს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 55 ქულა აქვს და 4 ქულით უსწრებს „ინტერს“, რომელიც ამ ტურის მატჩს 10 თებერვალს, შინ „ფიორენტინასთან“ გამართავს, ასე რომ, შეიძლება ჩამორჩენა ქულამდე შემცირდეს. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი 15 თებერვალს, სტუმრად „ლაციოს“ შეხვდება, რომლის წინააღმდეგ ამ სეზონში ორიდან ორი თამაში წააგო - პირველ წრეში შინ და მანამდე იტალიის თასზე სტუმრად.

0.118743