ფეხბურთი

2:16 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

2 ქულა სამ გუნდში: "ბარსელონა" კონკურენტებს მიუახლოვდა (+VIDEO)

„ბარსელონამ“ მშვენივრად ისარგებლა კონკურენტების, „რეალის“ და „ატლეტიკოს“ ქულების დაკარგვით და ჩამორჩენა ორივესთან შეამცირა.

ლა ლიგის 23-ე ტურში ჰანსი ფლიკის გუნდმა სტუმრად „სევილია“ გაანადგურა. „ბარსელონა“ ისევ ძალიან ლამაზი იყო.

რობერტ ლევანდოვსკის სწრაფ გოლს ერთ წუთში უპასუხა ვარგასმა, მაგრამ ანდალუსიელებმა მეტოქეს წინააღმდეგ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს. მეორე ნახევარში „ბარსა“ შეუჩერებელი იყო.

რაფინიამ, ფერმინ ლოპესმა და ერიკ გარსიამ სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და - 1:4.

ამრიგად, ლა ლიგაში 23 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში საოცრად დაძაბული მდგომარეობაა: „რეალს“ 50 ქულა აქვს, „ატლეტიკოს“ 49 და „ბარსელონას“ – 48. სხვათა შორის, შორს არც „ბილბაოა“, რომელსაც 44 ქულა აქვს, მაგრამ სამეულის ჭიდილში ჩარევა ბასკებს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან, ძალიან გაუჭირდებათ.

0.128809