ფეხბურთი

1:55 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ქულები ზედიზედ მეორედ დაკარგა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლიმ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

ანტონიო კონტეს გუნდი აშკარა ფავორიტი იყო, იგებდა კიდეც, თუმცა ძალიან მცირე ხნით.

37-ე წუთზე ანგარიში სკოტ მაკტომინეიმ გახსნა, რასაც ზუსტად სამ წუთში იურგენ ეკელენკამპმა საოცარი გოლით უპასუხა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1. ეს "აძურისთვის" ზედიზედ მეორე ფრეა სერია A-ში.

„ნაპოლის“ 55 ქულა აქვს და 4 ქულით უსწრებს „ინტერს“, რომელიც ამ ტურის მატჩს 10 თებერვალს, შინ „ფიორენტინასთან“ გამართავს, ასე რომ, შეიძლება ჩამორჩენა ქულამდე შემცირდეს. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი 15 თებერვალს, სტუმრად „ლაციოს“ შეხვდება, რომლის წინააღმდეგ ამ სეზონში ორიდან ორი თამაში წააგო - პირველ წრეში შინ და მანამდე იტალიის თასზე სტუმრად.

0.113193