კალათბურთი

0:49 | 10.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 5 ქულა და "ვირტუსის" ადვილი გამარჯვება სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ტორტონა“ დიდი ანგარიშით, 98:66 დაამარცხა.

ვინაიდან, ბოლონიელებმა ადვილად მოიგეს, ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 16 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსი“ 14 მოგებით და 5 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 მარტს, „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლებს.

0.116558